copy the linklink copied!თავი 1. საქართველოში მწვანე ინვესტიციებისათვის არსებული მაკროეკონომიკური გარემო

მოკლე მიმოხილვა

წინამდებარე თავში აღწერილია საქართველოში მწვანე ინვესტიციების განხორციელების მაკროეკონომიკური და პოლიტიკური გარემო და, განსაკუთრებით, საინვესტიციო კლიმატი. ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობა ავლენს ქვეყანაში მწვანე ფინანსების მოზიდვის აუცილებლობას და მთლიანობაში, 7 გრაფიკში, განხილულია 2008-18 წწ. ტენდენციები. იგი მოიცავს რეალური მშპ-ს ზრდის ტემპებს, ლარი/აშშ დოლარის გაცვლით კურსს, წლიური სამომხმარებლო ინფლაციის დონეს, ძირითადი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთებს, ძირითადი კაპიტალის მთლიან ზრდას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებას. აგრეთვე მოცემულია „ბიზნესის კეთების“ რეიტინგებში საქართველოს მიერ ნაჩვენები შედეგები 10 წლის განმავლობაში. თავი მთავრდება მოსაზრებებით იმასთან დაკავშირებით, თუ საინვესტიციო კლიმატის ზოგადი გაუმჯობესება როგორ შეუწყობს ხელს მწვანე დაფინანსების უფრო მაღალ ხარისხს, განსაკუთრებით ენერგო სექტორში.

    

copy the linklink copied!1.1. პოლიტიკური გარემო

განვლილ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის წლები გაიარა. 2008 წელს აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა გამოაცხადეს დე-ფაქტო დამოუკიდებლობა საქართველოსგან. თბილისი ისწრაფვის ინტეგრირებისკენ ნატოსა და ევროკავშირში. თუმცა, საქართველოს სიშორემ ევროპის მოწინავე ქვეყნებისგან და რუსეთის ფედერაციასთან არსებულმა მდგომარეობამ, თბილისი წაახალისა, დამატებით პარტნიორული ურთიერთობების დაემყარებინა აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

საქართველოში პოლიტიკური მმართველობა ზოგადად სტაბილურია და დაბალანსება ხდება ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო გამოწვევას შორის: ერთის მხრივ ესაა, დემოკრატიულ რეფორმები და მეორეს მხრივ, მმართველი ელიტის სურვილი, მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია. 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნების მთავრობა და მის მერე, იგებს ყველა არჩევნებს დიდი სხვაობით, ამარცხებს რა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას , რომელიც 2003-12 წლებში მართავდა ქვეყანას.

2016 წლის ივლისში ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას დაერთო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA)1 (European Union, 2014[1]). ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ტვირთბრუნვის დაახლოებით 27% ევროკავშირზე მოდის, რომელსაც მოსდევს თურქეთი (14%) და რუსეთის ფედერაცია (11%) (European Commission, 2019[2]).

copy the linklink copied!1.2. მაკროეკონომიკური მდგომარეობა

2003 წელს განხორციელებული ხელისუფლების ცვლილებიდან, ქვეყანამ დაიწყო რეფორმები ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით. შედეგად, განვლილ წლებში საქართველოს ეკონომიკა განუხრელად იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს მოხდა მშპ-ის შემცირება (როგორც შედეგი გლობალური ფინანსური კრიზისისა), საქართველომ მოგვიანებით აჩვენა მყარი ეკონომიკური ზრდა, ყოველწლიურად 3-დან 6%-მდე მოცულობით (იხ. გრაფიკი 1.1).

ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორებია სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, წიაღის მოპოვება (მანგანუმი და ფოლადი) და გადამამუშავებელი მრეწველობა. 2008 წლის ომის შედეგად რუსეთის ფედერაციასთან დაძაბული ურთიერთობის გამო, საქართველო ახდენს ინვესტირებას ენერგო დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ახდენს რა კონცენტრირებას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებში. საქართველო აგრეთვე ცდილობს გამოიყენოს საკუთარი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, რათა გახდეს ლოჯისტიკური კვანძი გაზის და ნავთობსადენებისათვის.

copy the linklink copied!
გრაფიკი 1.1. მშპ-ის რეალური ზრდის ტემპები 2008-18 წწ. წლიურად (%)
გრაფიკი 1.1. მშპ-ის რეალური ზრდის ტემპები 2008-18 წწ. წლიურად (%)

წყარო: (World Bank, 2019[3]).

ქართული ლარი (GEL) ნელ-ნელა უფასურდებოდა აშშ დოლართან მიმართებაში (USD). გაცვლითი კურსმა, რომელიც 2012-14 წლებში ჩამოყალიბდა, რამდენიმე ხნის წინ ისევ განაგრძო ვარდნა(იხ. გრაფიკი 1.2).

copy the linklink copied!
გრაფიკი 1.2. ლარი/აშშ დოლარი გაცვლითი კურსი, 2008-18
გრაფიკი 1.2. ლარი/აშშ დოლარი გაცვლითი კურსი, 2008-18

წყარო: (World Bank, 2019[3]).

საქართველოს ეკონომიკისათვის ასევე სარგებლის მომტანი იყო, რეგიონული თვალსაზრისით შედარებით დაბალი ბანკის საპროცენტო განაკვეთებით (იხ. გრაფიკი 1.3), რომელიც 2012-13 წლების პერიოდში დეფლაციით ხასიათდებოდა.

copy the linklink copied!
გრაფიკი 1.3. წლიური სამომხმარებლო ინფლიაცია საქართველოში, 2008-18 წწ., (%)
გრაფიკი 1.3. წლიური სამომხმარებლო ინფლიაცია საქართველოში, 2008-18 წწ., (%)

წყარო: (World Bank, 2019[3]).

ამავე პერიოდში, საპროცენტო განაკვეთები შედარებით დაბალი იყო რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებით. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზისო კურსი მერყეობდა 4-8%-ს შორის. ამან, თავის მხრივ, შეამცირა სესხების ფასი ეკონომიკის რეალურ სექტორში. მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, თავის მხრივ, შეუძლია შეასუსტოს მსესხებლების შესაძლებლობა ინვესტირება მოახდინონ ენერგო ეფექტიანობასა და განახლებად ენერგიებში (იხ. გრაფიკი 1.4)

copy the linklink copied!
გრაფიკი 1.4. საქართველოში ძირითადი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთები 2008-18 წწ, ყოველწლიური პროცენტული მაჩვენებელი
გრაფიკი 1.4. საქართველოში ძირითადი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთები 2008-18 წწ, ყოველწლიური პროცენტული მაჩვენებელი

წყარო: ევორნული ბანკი (NBG, 2019[4]).

copy the linklink copied!1.3. საინვესტიციო გარემო

საინვესტიციო კლიმატი საქართველოში საგრძნობლად გაუმჯობესდა ბოლო წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებამ აღკვეთა კორუფცია დაბალ დონეებზე. საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს 2018 წლის მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ „ბიზნესის კეთების“ კვლევაში, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მთავრობა კონცენტრირებულია დაბალი დეფიციტის, ინფლაციის და მცურავი რეალური გაცვლითი კურსის შენარჩუნებაზე. მიუხედავად ამისა, ამ მიზნების მიღწევაზე გავლენას ახდენს რეგიონში განვითარებული მოვლენები და სხვა გარე ფაქტორები. სახელმწიფო ვალი და დეფიციტი კონტროლს ექვემდებარება.

2014 წლის საშუალოვადიანი ეკონომიკური სტრატეგია („საქართველო 2020“) ხელს უწყობს ბიზნესისადმი მეგობრულ პოლიტიკას, ეკონომიკას დაბალი გადასახადებით და ინვესტირებას ადამიანურ კაპიტალში. სტრატეგიაში აქცენტები გაკეთებულია აგრეთვე სავაჭრო პოტენციალზე და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

2012 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის დაწესდა მაღალი დონის დიალოგი ვაჭრობასა და ინვესტიციებზე, რათა გამოვლენილ იქნას ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის გზები. 2014 წლის ივნისში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროპის კავშირთან.

copy the linklink copied!
გრაფიკი 1.5. საქართველო რეიტინგებში: "ბიზნესის კეთების" ანგარიში 2008-18 წწ.
გრაფიკი 1.5. საქართველო რეიტინგებში: "ბიზნესის კეთების" ანგარიში 2008-18 წწ.

წყარო: (World Bank, 2018[5]).

ჯამური ინვესტიციები ძირითად კაპიტალში მნიშვნელოვნად შემცირდა 2008-09 წწ-ში. მიუხედავად ამისა, 2016-18 წლებში ეს მაჩვენებელი დაუბრუნდა ძველ დონეს და შეადგინა მშპ-ის 30% (იხ. გრაფიკი 1.6)

copy the linklink copied!
გრაფიკი 1.6. ძირითადი კაპიტალის მთლიანი ზრდა მშპ-თან მიმართებაში, 2008-18 წწ.
გრაფიკი 1.6. ძირითადი კაპიტალის მთლიანი ზრდა მშპ-თან მიმართებაში, 2008-18 წწ.

წყარო: (World Bank, 2019[3])

პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ასევე მიაღწია ფინანსურ კრიზისამდე არსებულ დონეს მშპ-სთან მიმართებაში. თუმცა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაეცა 2018 წელს (იხ. გრაფიკი 1.7)

copy the linklink copied!
გრაფიკი 1.7. პირდაპირი საზღვარგარეთული ინვესტიციების შემოდინება წილობრივად მშპ-თან მიმართებაში, 2008-18 წწ.
გრაფიკი 1.7. პირდაპირი საზღვარგარეთული ინვესტიციების შემოდინება წილობრივად მშპ-თან მიმართებაში, 2008-18 წწ.

წყარო: (World Bank, 2019[3]).

copy the linklink copied!1.4. სამომავლო ხედვები

საქართველოს ეკონომიკამ ისევ მიაღწია მშპ-ის ზრდას და გაზრდილ სამომხმარებლო მოთხოვნას. მოსალოდნელია, რომ მშპ გაიზრდება 2019 წელს, ხოლო ინფლაცია იქნება სტაბილური. საქართველოს ექსპორტის ინტეგრირება ევროკავშირის სავაჭრო ბაზრებში მოსალოდნელია, რომ გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას.

სამომავლოდ, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება სავარაუდოდ აისახება გარემოსთან დაკავშირებული ინვესტიციების ზრდაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში. რეფორმები უნდა შეეხოს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტორების დაცვის მნიშვნელოვან გაძლიერებას, რათა მოზიდული იქნას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მულტინაციონალური კომპანიებიდან და გაძლიერდეს სამოქალაქო-კერძო დიალოგი საქართველოში. იმისათვის, რომ მოხდეს კერძო სექტორის ინვესტირების წახალისება, საქართველომ უნდა მოახდინოს გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მოთხოვნების წამოყენება კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებისათვის, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტების შესაბამისად.

გამოყენებული ლიტერატურა

[2] European Commission (2019), “Countries and Regions, Georgia”, webpage (accessed 23 October 2019), https://ec.europa.eu/trade/policy/countries-and-regions/countries/georgia/.

[1] European Union (2014), “Association Agreement between the European Union and the European Atomic Energy Community and their Member States, of the One Part, and Georgia, of the Other Part”, Official Journal of the European Union L 261/7, Vol. 57/30 August, https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/association_agreement.pdf.

[4] NBG (2019), Financial Soundness Indicators, National Bank of Georgia, webpage (accessed 23 October 2019), https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304.

[3] World Bank (2019), World Development Indicators, (database) (accessed 23 September 2019), http://data.worldbank.org/products/wdi.

[5] World Bank (2018), Doing Business 2019: Reforming to Create Jobs, World Bank Group, Washington, DC, https://www.doingbusiness.org/content/dam/doingBusiness/media/Annual-Reports/English/DB2018-Full-Report.pdf.

← 1. ეს შეთანხმება იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე ხსნის საკუთარ საქონლისა და მომსახურების ბაზრებს სამართლიანი სავაჭრო წესების საფუძველზე. ესაა ნაწილი უფრო ფართო ასოცირების შეთანხმების ნაწილი, პოლიტიკური და თანამშრომლობასთან დაკავშირებული კომპონენტები ძალაშია უკვე 2014 წლის ნოემბრიდან.

მეტამონაცემები, იურიდიული და სამართლებრივი უფლებები

https://doi.org/10.1787/943e0535-ka

© OECD 2020

წინამდებარე ნაშრომის გამოყენება, ელექტრონული ან ბეჭდური სახით, განსზღვრულია წესებით და პირობებით, რომლებიც შესაძლებელია ინახოს: http://www.oecd.org/termsandconditions.